აშშ-ის კალიფორნიის შტატში ძლიერმა წვიმებმა წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა.
მაშველებმა წყალდიდობის შედეგად ავტომობილებში ჩარჩენილი ადამიანების უსაფრთხოდ გამოყვანა შეძლეს. კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა ოთხშაბათს ლოს-ანჯელესსა და სამხრეთ კალიფორნიის სხვა ოლქებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.


64 წლის მამაკაცი წაქცეულმა ხემ იმსხვერპლა, - ამის შესახებ აშშ-ის პოლიციის დეპარტამენტმა განაცხადა. ორშაბათს, შერიფის ოფისის ცნობით, 70 წლამდე ასაკის ქალი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც "დიდმა ტალღამ კლდიდან გადმოაგდო და ოკეანეში ჩაითრია“.


სტიქიის გამო, სამხრეთ კალიფორნიის სან ბერნარდინოს ოლქის მოსახლეობის ნაწილისთვის ევაკუაციის შესახებ გაფრთხილება გამოცხადდა.