"ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ვარლამ ლიპარტელიანი აირჩიეს.
მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობა სასტუმრო "პარაგრაფში“ ჩატარდა.
ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობას, საპატიო სტუმრის რანგში, ასევე, ესწრებოდა ცოტნე ივანიშვილი.
"ყრილობაზე ვარლამ ლიპარტელიანი "ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ დელეგატებმა ერთხმად აირჩიეს.
ყრილობაზე დელეგატებმა ასევე დაამტკიცეს ახალგაზრდული ორგანიზაციის გამგეობის 5 წევრი - მარიამ გრიგოლიშვილი, ნუგზარ შოშიაშვილი, დავით ბოდაველი, თეკლა თიკანაშვილი და ანრი მეტრეველი“, - აცხადებენ პარტიაში.
"ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიციაზე ვარლამ ლიპარტელიანმა გიორგი ჩაკვეტაძე შეცვალა, რომელიც ორგანიზაციას 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა.