23 334 798 ლარი - ეს ის თანხაა, რომელიც საქართველოს ეროვნული ლატარიის კომპანიამ 2025 წელს მოგების სახით გასცა. წელს კომპანიის ისტორიას მესამე და ყველაზე დიდი თანხის მფლობელი მილიონერი შეემატა. იუზა გეწაძემ ქუთაისიდან ლოტო 6/42-ში 2 066 049 ლარი მოიგო.

საქართველოს ეროვნული ლატარიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო პოტრჟებსკაია კომპანიის 2025 წელს აჯამებს და საზოგადოებას გათამაშების შესახებ საინტერესო ინფორმაციას უზიარებს.
ნინო, როგორი იყო 2025 წელი გათამაშების კუთხით?
2025 წელს კომპანიამ მოგების სახით 23 334 798 ლარი გასცა. საერთო რაოდენობიდან 19 770 972 ლარი გადასაფხეკი ბილეთებით გათამაშდა. მათ შორის ყველაზე დიდი მოგება, 100 000 ლარი დაფიქსირდა „ნახევარი ლიმონის“ ბილეთით და მისი მფლობელი ნათელა კბილცეცხლაშვილი გახდა.

რაც შეეხება ტირაჟიან ლოტოს, წელს გვქონდა ყველაზე დიდი მოგება. ლოტო 6/42-ში იუზა გეწაძემ ქუთაისიდან 2 066 049 ლარი მოიგო. ლოტო 6/42 ტირაჟიანი ლოტოა, რომელიც კვირაში ორჯერ, სამშაბათს და პარასკევს თამაშდება პირდაპირ ეთერში.
მერამდენე მილიონერია ის საქართველოს ეროვნული ლატარიის ისტორიაში?
კომპანიის ისტორიაში ეს მესამე მილიონერია. პირველი მილიონი გათამაშდა ბათუმში. თანხის მფლობელი მამა-შვილი გახდნენ. მეორე მილიონერი გახდა ქალბატონი თბილისიდან. მესამე გათამაშება კი უკვე ქუთაისში მოხდა. ეს იყო ყველაზე დიდი ოდენობის ჯეკპოტი საქართველოს ეროვნული ლატარიის ისტორიაში.
რა ხდება კომპანიაში, როდესაც ადამიანები ასეთ სოლიდურ თანხას იგებენ? გაგვიზიარეთ დეტალები შიდა სამზარეულოდან
ისეთი ემოციები გვაქვს თითოეულ გათამაშებაზე, რომ ვფიქრობთ, ჩვენ ხომ არ მოვიგეთ ეს თანხა. ადამიანების ცხოვრებაში მოგვაქვს დადებითი და პოზიტიური ცვლილებები, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენც დადებითი ემოციებით გვავსებს. ჩვენ ვართ კომპანია, რომელსაც მოაქვს ბედნიერება.
როდესაც გათამაშების შესახებ ვიგებთ, პირველ რიგში, გვაინტერესებს, ვინ მოიგო და მის გამოჩენას ველოდებით. სხვათა შორის, პირველი მილიონერი გარკვეული პერიოდი არ ჩანდა და ჩვენ ძალიან სახალისო კამპანია დავიწყეთ მის მოსაძებნად.
ასეთი სოლიდური გათამაშების მიუხედავად, არიან ადამიანები, რომლებიც გათამაშებას სკეპტიკურად უყურებენ. რას ეტყვით მათ?
გამოთქმაა - ღმერთო, ლატარია მომაგებინეო და პასუხია, ითამაშე და მოიგებო. ჩვენი სლოგანია: იგებს ის, ვინც თამაშობს. მოგება კი შეუძლია ყველას. მოგებისკენ მიმავალი მთავარი გზა სისტემატურობაა. ჩვენი გამოცდილებით, სისტემატურობა გვაძლევს შედეგს. თამაში უნდა ვაქციოთ ტრადიციად.
ყველა ადამიანს ვუსურვებ, მოგების სიხარული განიცადოს.
როგორია კომპანიის გეგმები 2026 წლისთვის?
ჩვენ ყოველწლიურად ვზრუნავთ განვითარებაზე, რაც ახალი თამაშების დანერგვას, გაყიდვების ქსელის გაფართოებას გულისხმობს. აქტიურად ვმუშაობთ სამომავლო საქმიანობის სტრატეგიის დაგეგმვაზე. 2026 წელს დაგეგმილია ახალი, ძალიან საინტერესო თამაშები. გვინდა, ლატარიის ბილეთები მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ და რაც შეიძლება ბევრი თამაში შევთავაზოთ მომხმარებელს, რომ მოგების შანსი გავუზიაროთ და უფრო მეტი ადამიანი გაბედნიერება შევძლოთ.
R