ავტორი:

“იმედია, მოვესწრები იმ საქართველოს, რომლის ღირსიცაა ჩვენი ქვეყანა“ - თემურ ჭყონია

“იმედია, მოვესწრები იმ საქართველოს, რომლის ღირსიცაა ჩვენი ქვეყანა“ - თემურ ჭყონია

"ჩემთან კონტაქტი მარტივია. ხალხი მიყვარს ძალიან, განსაკუთრებით თაობა, რომლის იმედიც მაქვს, რომ მომავალში მაგარ ცხოვრებას ააშენებენ,” – ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ რადიო "პალიტრასა“ და "პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

რას მიიჩნევს წარმატებული ბიზნესის საიდუმლოდ, როგორი სამომავლო გეგმები აქვს, რა ახარებს და რაზე სწყდება გული - ამ და სხვა თემებზე თემურ ჭყონიამ გადაცემა "საქმის“ საახალწლო ეთერში ისაუბრა.

- ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობთ საზოგადოებაში, ყველამ იცის, ვინ არის თემურ ჭყონია. ბევრი ცნობილი ბრენდი არსებობს საქართველოში, მაგრამ შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, ვინ არის მწარმოებელი. დღეს "კოკა-კოლა“ უფრო პოპულარულია თუ თემურ ჭყონია, შესაძლოა, საკამათო თემა იყოს. თქვენ რითი ხსნით ამას?

რთული კითხვაა, იმიტომ, რომ არ ვარ მზად პასუხის გასაცემად. ამ თემაზე მიფიქრია, მაგრამ დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. ბევრი შეხვედრები მაქვს, არასდროს ვერიდები ურთიერთობებს, დაცვა არ მყავს, ამიტომ ჩემთან კონტაქტი მარტივია. ხალხი მიყვარს ძალიან, განსაკუთრებით თაობა, რომლის იმედიც მაქვს, რომ მომავალში მაგარ ცხოვრებას ააშენებენ. იმედი მაქვს, ჯანზე ვიქნები და მოვესწრები იმ საქართველოს, რომლის ღირსიც არის ჩვენი ქვეყანა. გახსნილი ვარ, ჩემთვის ზღუდე, ბარიერები ადამიანებთან არ არსებობს... წაიკითხეთ ვრცლად