სადგურის მოედნისა და დადიანის გამზირის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა 2026 წელს იგეგმება. ამის შესახებ დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტშია აღნიშნული. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, პროექტისთვის განსაზღვრული ბიუჯეტი 10 მლნ ლარი იქნება.
"ქვეპროგრამა ითვალისწინებს ახალი საინჟინრო ინფრასტრუქტურული ობიექტის (ხიდი) მშენებლობას, რომელიც შექმნის თბილისის ცენტრში არსებული რკინიგზის ხაზის ორ მხარეს (აღმოსავლეთ და დასავლეთ) შორის ახალი კავშირის შექმნის საუკეთესო ალტერნატივას - საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტის მქონე საავტომობილო ხიდის სახით, დადიანის ქუჩასა და სადგურის მოედანს შორის“,- ვკითხულობთ დოკუმენტში.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტის შესახებ ჯერ კიდევ გასულ წელს ისაუბრა თბილისის მერმა. გააგრძელეთ კითხვა და ნახეთ ფოტოები