ავტორი:

ქარხნის ხელმძღვანელმა თანამშრომლებს 240 მილიონი დოლარის ოდენობის პრემია გამოუწერა - რას წერს მედია “საშობაო სასწაულის“ შესახებ

ქარხნის ხელმძღვანელმა თანამშრომლებს 240 მილიონი დოლარის ოდენობის პრემია გამოუწერა - რას წერს მედია “საშობაო სასწაულის“ შესახებ

ლუიზიანას შტატში, ქარხნის ხელმძღვანელმა თანამშრომელს ექვსნიშნა ბონუს ჩეკები გადასცა, რომელთა ჯამური ღირებულება 240 მილიონი დოლარი იყო. მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კომპანია 1.7 მილიარდ დოლარად გაყიდა.

The Journal-ის ცნობით, დიდი ხნის განმავლობაში დასაქმებულმა თანამშრომლებმა გაცილებით მეტი მიიღეს.

დალუქული კონვერტების მიღება, რომლებზეც მათი ინდივიდუალური ჯილდოები იყო მითითებული, თანამშრომლებმა ივნისში დაიწყეს და მიმდინარე თვეს დასრულდა.

პრემიის მიმღებმა პირებმა სასიხარულო საჩუქარს “საშობაო სასწაულიც“ კი უწოდეს და ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადეს.

ერთ-ერთი მათგანი კომპანიაში 29 წლის განმავლობაში მუშაობდა. მან აღებული თანხა იპოთეკური სესხის დასაფარად და ახლომდებარე ქალაქში ტანსაცმლის მაღაზიის გასახსნელად გამოიყენა.

სხვა თანამშრომელმა ფული მთელი ოჯახის მექსიკის ქალაქ კანკუნში წასაყვანად გამოიყენა. სხვებმა იყიდეს მანქანები, დააფინანსეს კოლეჯის სწავლის საფასური ან გაზარდეს საპენსიო დანაზოგი.

ქალაქის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ადგილობრივმა საცალო ვაჭრობის წარმომადგენლებმა ხარჯების ზრდა შენიშნეს, რადგან თანამშრომლებმა ვალები დაფარეს, სახლები გაარემონტეს და დიდი ხნის განმავლობაში დაგვიანებული შესყიდვები განახორციელეს.

წყარო