28 დეკემბერს ტრამპთან, სავარაუდოდ, უსაფრთხოების გარანტიებს განვიხილავთ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
“ფართო დღის წესრიგი გვაქვს, ის შაბათ-კვირას იქნება, ვფიქრობ, სწორედ კვირას [28 დეკემბერს] ფლორიდაში. გვექნება პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრა. სწორედ ამ დოკუმენტებს განვიხილავთ, როგორც ვთქვი, უსაფრთხოების გარანტიებს”, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ასევე არის ეკონომიკური შეთანხმების საბაზისო პროექტები.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ტრამპთან შეხვედრა საჭიროა ამ დოკუმენტების მაქსიმალურად შემუშავებისთვის.
“და განხილული იქნება თუ არა ტერიტორიული საკითხი - ყველა საკითხი, რომლებზეც კითხვები გვაქვს, უთანხმოებები არის… ჩვენი მხარე მათ წამოწევს,” - განაცხადა ზელენსკიმ.