ავტორი:

დუბაის სასტუმროში დასახიჩრებული ქალის ცხედარი იპოვეს: “სტალკერისა“ და ბორტგამცილებლის საზარელი ისტორიის დეტალები - ბრალდებულს ახლა უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლა სურს

დუბაის სასტუმროში დასახიჩრებული ქალის ცხედარი იპოვეს: “სტალკერისა“ და ბორტგამცილებლის საზარელი ისტორიის დეტალები - ბრალდებულს ახლა უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლა სურს

დუბაის ერთ-ერთ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში მომხდარმა მკვლელობამ მედია შეძრა.

დაცვის თანამშრომლებმა ნომერში 25 წლის ბორტგამცილებლის ცხედარი იპოვეს. ქალს სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა - როგორც ვარაუდობენ ანასტასია ნიკულინა თავის გადარჩენას გაქცევით ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ.

მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ნიკულინას ყოფილი შეყვარებული. წყვილს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. როგორც დასავლური მედია წერს, ყოფილი პარტნიორი ქალს “სტალკავდა“. ანასტასიამ კაცს 10 000 ფუნტ სტერლინგზე მეტიც გადაუხადა, მისთვის ნაჩუქარი საჩუქრების ანაზღაურების სანაცვლოდ. ისინი შეთანხმდნენ, რომ ბრალდებული თავს დაანებებდა და აღარ შეაწუხებდა.

როგორც იუწყებიან ყოფილმა პარტნიორმა ქალს მანქანის გადაფორმებაც მოსთხოვა.

“თითქმის ორი წლის განმავლობაში მამაკაცი ნიკულინას სავარაუდოდ, ყველგან უთვალთვალებდა, სადაც ის შეიძლებოდა გამოჩენილიყო. ის ქალს სცემდა, ძალით იჭრებოდა მის საცხოვრებლებში და ატერორებდა. საქმეს პოლიციაში განცხადების დაწერაც არ შველოდა, რადგან ყოველ ჯერზე ათავისუფლებდნენ“ - წერს “კომსომოლსკაია პრავდა.“

მეგობრები ამბობენ რომ, “ ნიკულინას ეშინოდა, რომ მოკლავდნენ და რუსეთიდან გაქცევას ცდილობდა. ანასტასია გარდაცვლილი დუბაიში, სასტუმრო Voco Bonnington-ის ნომერში იპოვეს, მას კისერზე, ტანსა და კიდურებზე 15 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ქალს სამსახურის შეცვლა სურდა და დუბაიში ერთ-ერთ გასაუბრებაზე ჩაფრინდა.

  • მკვლელობის მთავარი ეჭვმიტანილი, 41 წლის ალბერტ მორგანი, ბორტგამცილებელს სავარაუდოდ რუსეთიდან დუბაიში თანამზრახველთან ერთად გაჰყვა.

მორგანი რუსი იურიდიული კონსულტანტია, რომელმაც ადრე გვარი შეიცვალა და ცნობილი ამერიკული საბანკო დინასტიის, JP Morgan-ის — გვარი დაირქვა. მანამდე ის ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებით შვიდი წელი იჯდა ციხეში.

როგორც იუწყებიან მისი სავარაუდო თანამზრახველი ქალს სასტუმროს ფოიეში უთვალთვალებდა, რათა ოთახის ნომერი დაედგინა.

შემდეგ მორგანმა, სავარაუდოდ, “სასტუმროს სამრეცხაოდან ხალათი მოიპარა, დამლაგებელი დაარწმუნა, რომ კარი გაეღო და ნომერში შეეშვა. იმიზეზებდა, რომ თითქოს მას გასაღები დაავიწყდა.

ნომერში შეღწევის შემდეგ მათ შორის კამათი მოხდა, რომლის დროსაც ეჭვმიტანილმა ქალს მაკრატლით არაერთხელ მიაყენა ჭრილობა, რის შემდეგ მსხვერპლის სხეული ანტისეპტიკური საღებავით დაასხა და სასტუმროდან გაიქცა.

ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ, მკვლელობიდან მალევე დაბრუნდა რუსეთში.

დუბაის პოლიციამ ის სასტუმროს ვიდეოკამერების ჩანაწერებით ამოიცნო და რუსეთის ხელისუფლებას აცნობა, რომლებმაც ის სანქტ-პეტერბურგში ჩაფრენისთანავე დააკავეს.

როგორც იუწყებიან, დაბრუნების შემდეგ მორგანმა, რომელიც სასამართლოზე ქუდითა და ნიღბით მიიყვანეს უკრაინის ომში გაგზავნა მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ იგი გამოძიების დასრულებამდე ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

წყარო