ავტორი:

თავზეხელაღებული ძარცვის მცდელობა ტეხასში - ქურდებმა მაღაზიიდან ბანკომატის აპარატი გაიტაცეს, თუმცა ერთი დოლარის წაღებაც ვერ შეძლეს...

თავზეხელაღებული ძარცვის მცდელობა ტეხასში - ქურდებმა მაღაზიიდან ბანკომატის აპარატი გაიტაცეს, თუმცა ერთი დოლარის წაღებაც ვერ შეძლეს...

მიმდინარე წელს სანტას “ცუდი ადამიანების სიას“ კიდევ რამდენიმე სახელი დაემატა.

ორმა ქურდმა უეცრად გამდიდრება გადაწყვიტა და როგორც ჩანს ბევრი არც უფიქრიათ - მათ შობის ღამეს ტეხასში მდებარე მაღაზიის კარი გატეხეს, შიგნით დამონტაჟებულ ბანკომატის აპარატს უკანა მხრიდან თოკი მოაბეს და მანქანის დახმარებით აპარატი კედლიდან მოგლიჯეს. თუმცა ბედმა არ გაუღიმათ და საბოლოოდ ერთი დოლარიც ვერ წაიღეს.

უსაფრთხოების კამერების მიერ გადაღებული კადრები აჩვენებს, როგორ შევარდა დაახლოებით დილის 4 საათზე, მაღაზიის ავტოსადგომზე ავტომობილი და სალონიდან შავი ხელთათმანებსა და ნიღბებში გამოწყობილი ორი მამაკაცი გადმოხტა.

ერთ-ერთი ქურდმა მეტალის საგნით მაღაზიის შუშის კარი ჩაამტვრია, შემდეგ დერეფანში ბანკომატის მიმართულებით გაიქცა და აპარატის სეიფის ქვედა ნაწილს ის ლითონის ბაგირი მიამაგრა, რომლის მეორე ბოლო უკვე ავტომანქანაზე იყო დამაგრებული.

ამის შემდეგ მძღოლმა გაზის პედალს დააჭირა, აპარატი მოგლიჯა და სეიფი შენობიდან “ყუმბარასავით“ გამოვარდა, თუმცა მძიმე მეტალის ყუთის ”დამორჩილება“ ძნელი აღმოჩნდა ის ჯერ სხვა მანქანას შეასკდა, შემდეგ კი უკონტროლოდ დაიწყო ქუჩაში მოძრაობა.

გაუხსნელი ბანკომატი პოლიციამ მოგვიანებით თხრილში იპოვა და სეიფის შიგთავსით სრულად ამოიღო, ხოლო მანქანა რომელიც დალასის შტატში აღმოჩნდა მოპარული, მახლობელ ავტოსადგომზე აღმოჩნდა.

“წელიწადის ამ დროს, მსგავს თავზეხელაღებულ ქმედებებს ხშირად ვაწყდებით და სწორედ ეს ხდის სიტუაციას საშიშს,“ - განუცხადა ჟურნალისტებს უაით სეტლმენტის პოლიციის უფროსმა კრისტოფერ კუკმა.

წყარო