თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას ბრალდება წარედგინა.
როგორც ადვოკატმა ბრალის გაცნობის შემდეგ მედიას განუცხადა, ახალია ბრალს არ აღიარებს და მას სიგიჟეს უწოდებს.
„ბაჩოს პოზიცია გახლავთ ის, რომ ბრალდება არის სრულიად უსაფუძვლო, უარგუმენტო და აბსურდული, პირდაპირ გითხრათ, სიგიჟე. მას ბრალი წარედგინა იმისთვის, რომ მას პირადად მურთაზ ზოდელავასთან და პაატა ბურჭულაძესთან აკავშირებს ნაცნობობა და მეგობრობა - ეს არის ბრალის ფორმულირება. გავეცანით ბრალდებას და იქ რაიმე არგუმენტი, კონკრეტული გარემოებები, რაიმე მყარი მტკიცებულება, თუნდაც რაიმე სახის ინფორმაცია , რომ მას რაიმე გარკვეული ქმედებით ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის დანაშაული, ასეთი მოცემულობა მე ბრალში ვერ ვნახე. ის წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს, ვინაიდან უწოდებს აბსურდულს და სიგიჟეს“, - თქვა მან.
ადვოკატმა თქვა, რომ ბრალის ფორმულირებაზე განმარტებისგან თავს იკავებს და გაიმეორა, რომ ახალიას „ბრალი წარდგენილი აქვს მურთაზ ზოდელავასთან, პაატა ბურჭულაძესთან მეგობრობისა და ნაცნობობისთვის”.