ავტორი:

1 ცვლილება, რომელიც ახალი წლიდან ამოქმედდება და ავტომობილების მძღოლებს შეეხება - რა უნდა იცოდეთ?

1 ცვლილება, რომელიც ახალი წლიდან ამოქმედდება და ავტომობილების მძღოლებს შეეხება - რა უნდა იცოდეთ?

1-ელი იანვრიდან მძღოლები ზედმეტი ხმაურის გამო დაჯარიმდებიან. ამის შესახებ მთავრობის დადგენილებაშია საუბარია.დოკუმენტში, რომელიც 25 დეკემბრით არის დათარიღებული, გაწერილია ხმაურს ზედა ზღვარი, ასევე დროის ის კონკრეტული მონაკვეთები, რა დროსაც გადაადგილება შეიზღუდება.

უფრო კონკრეტულად, ახალი წლიდან ძალაში “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ ის ნორმა შედის, რომლის მიხედვით, ღამის საათებში, კერძოდ, 23:00 საათიდან 08:00 საათამდე, დასახლებულ პუნქტებში სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის მაქსიმალური დასაშვები დონე არ უნდა აღემატებოდეს 80 დეციბელს.

ამასთან, დადგენილების მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დასაშვებ ნორმასთან შესაბამისობას შსს-ს უფლებამოსილი პირი დაკალიბრებული/ სერტიფიცირებული პორტატული აპარატით შეამოწმებს... წაიკითხეთ ვრცლად