ავტორი:

თავდასხმა პარიზის მეტროში - დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა სამი ქალი დაჭრა: რას წერს მედია

თავდასხმა პარიზის მეტროში - დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა სამი ქალი დაჭრა: რას წერს მედია

პარიზის მეტროში თავდამსხმელმა სამი ქალი ცივი იარაღით დაჭრა. ცნობილია, რომ თავდასხმა სამ მეტროს სხვადასხვა სადგურზე მოხდა.

პოლიციის ცნობით, მამაკაცმა დანაშაული ბანოლეტს (სენ-სენ-დენი) და ლევალუა-პერეს (ჰო-დე-სენი) შორის მდებარე მესამე ხაზის სხვადასხვა სადგურზე ჩაიდინა. თავდასხმა 16:15-დან 16:45 საათამდე მოხდა.

პროკურორების თქმით, ოფიცრებმა მისი ადგილსამყოფლის დასადგენად სათვალთვალო კამერების ჩანაწერები გამოიყენეს. საბოლოოდ, დამნაშავე საკუთარ სახლში დააკავეს. რაც შეეხება დაშავებულებს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„საკმაოდ ბევრი სისხლი იყო; ეს საკმაოდ ღრმა ჭრილობა იყო“ - განუცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა მედიას.

პარიზის პროკურატურის ინფორმაციით, მამაკაცი 2000 წელს დაიბადა. მის შესახებ სხვა ინფორმაცია ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

წყარო