ავტორი:

"აშშ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს 15 წლის ვადით სთავაზობს" - ვოლოდიმირ ზელენსკი

"აშშ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს 15 წლის ვადით სთავაზობს" - ვოლოდიმირ ზელენსკი

აშშ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს 15 წლის ვადით სთავაზობს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Axios-თან ინტერვიუში განაცხადა.

  • უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, აშშ-სთან ორმხრივი შეთანხმებების დიდი ნაწილი უკვე ხუთ დოკუმენტშია დაფიქსირებული, თუმცა რამდენიმე „ტექნიკური საკითხი“ რჩება, რომელიც შემდგომ განხილვას საჭიროებს.

"ვფიქრობ, [უსაფრთხოების გარანტიები] 15 წელზე მეტი ხნით გვჭირდება“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე, მისი თქმით, უკრაინა და აშშ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტებს რატიფიკაციისთვის საკუთარ საკანონმდებლო ორგანოებს წარუდგენენ.