რუსეთთან კავშირი აფხაზეთის უსაფრთხოების მთავარ გარანტიას წარმოადგენს, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ბადრა გუნბამ ე.წ. პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, "ენის, კულტურისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნება მხოლოდ საკუთარი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ფარგლებშია შესაძლებელი“.
ასევე, გუნბამ აღნიშნა, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში მუშაობა "საგარეო პოლიტიკური ინტერესების განვითარების მნიშვნელოვან ინსტრუმენტად“ რჩება.
"აფხაზური მხარე მხარს უჭერს საქართველოსთან საომარი მოქმედებების განუახლებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმებას და ამას ხანგრძლივი სტაბილურობის მთავარ გარანტიად განიხილავს“, - აღნიშნა გუნბამ.