Keeping Up With The Kardashians-ის ვარსკვლავების ოჯახური წვეულებები კაშკაშა განათებებითა და გლამურული დეკორაციებით ხშირად ხვდება საზოგადოების ყურადღების ცენტრში.
პარასკევს, კრის ჯენერმა ინსტაგრამზე ოჯახური შეკრების ფოტოების თვალისმომჭრელი კოლექცია გამოაქვეყნა, მათ შორისაა კაშკაშა მისაღები ოთახი, საშობაო ნაძვის ხეები, სასადილო მაგიდა და ლამაზად შეფუთული საჩუქრებით სავსე ოთახები.


ოჯახმა შობის წინა დღე კენდალ ჯენერის სახლში გაატარა:
“ჩვენს ოჯახში ყოველწლიურად ტარდება საშობაო წვეულება, რომელსაც მოუთმენლად ველი, რადგან ჩემს საყვარელ ადამიანებთან კიდევ ერთხელ შეხვედრის შესაძლებლობა მეძლევა. ადამიანების ნაწილი იფიქრებს, რომ ჩემი ნათქვამი ბანალურად ჟღერს, თუმცა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახის წევრებთან ერთად ყოფნაა. სასიამოვნოა, როდესაც წელიწადის ამ დროს ყველა ერთად იკრიბება. ჩვენ მრავალი სადღესასწაულო ტრადიცია გვაქვს, აქედან კი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახის წევრების გვერდით ყოფნაა, ამ დროს ერთად ვაცხობთ საშობაო ტკბილეულს, ვაწყობთ დეკორაციებს და ვრთავთ სახლს, რაც საახალწლო განწყობის ამაღლებაში გვეხმარება" - ამბობდა კენდალი ერთ-ერთ ინტერვიუში.




„გილოცავთ ყველას შობას და მშვიდობიან ღამეს გისურვებთ “, - დაწერა რეალითი შოუს ვარსკვლავმა.
70 წლის ჯენერი ორ ფოტოზე თავის 45 წლის შეყვარებულთან, კორი გემბლთან ერთად იყო გამოსახული.
„კარდაშიანების“ ვარსკვლავმა დღესასწაულისთვის შავი ხავერდის მაისური და ქვედაბოლო მოირგო, ლუქს კი შავი იმავე ფერის ჩექმა შეუხამა. კიდევ ერთ ფოტოზე კრისი 41 წლის ქლოე კარდაშიანთან ერთად პოზირებდა, რომელმაც დღესასწაულისთვის თეთრი კაბა მოირგო.