ავტორი:

მსახიობი ბრიჯიტ ბარდო 91 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსახიობი ბრიჯიტ ბარდო 91 წლის ასაკში გარდაიცვალა

ფრანგი მსახიობი ბრიჯიტ ბარდო 91 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ინფორმაციას მედია საშუალები ბრიჯიტ ბარდოს ფონდზე დაყრდნობით ავრცელებენ.

ბრიჯიტ ბარდო 1934 წელს პარიზში დაიბადა. მისი კინოდებიუტი 1952 წელს, 18 წლის ასაკში შედგა. ბრიჯიტ ბარდოს ცხოვრება შეიცვალა, როდესაც მან მთავარი როლი შეასრულა როჟე ვადიმის ფილმში „და ღმერთმა... შექმნა ქალი“, რომელმაც მას მსოფლიო აღიარება მოუტანა. ამასთან, ბრიჯიტ ბარდომ წარმატებები მოიპოვა ისეთ ფილმებში მონაწილეობით, როგორიცაა : „უბედურების შემთხვევაში“, „პარიზელი ქალი“, „ბაბეტი მიდის ომში“, ანრი-ჟორჟ კლუზოს ფილმით „სიმართლე“ და სხვა.

წყარო