ავტორი:

“საქართველოს რკინიგზისგან საკმაოდ გონივრული ფასი მივიღეთ“ - სომხეთის ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, უახლოეს მომავალში სომხეთიდან აზერბაიჯანში ექსპორტის განხორციელება შესაძლებელია

“საქართველოს რკინიგზისგან საკმაოდ გონივრული ფასი მივიღეთ“ - სომხეთის ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, უახლოეს მომავალში სომხეთიდან აზერბაიჯანში ექსპორტის განხორციელება შესაძლებელია

სომხეთის ეკონომიკის მინისტრის, გევორკ პაპოიანის განცხადებით, უახლოეს მომავალში, შესაძლოა, შესაძლებელი გახდეს არა მხოლოდ ახალი იმპორტი ბაქოდან, არამედ სომხური პროდუქციის ექსპორტიც აზერბაიჯანში. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

„ამჟამად, საქართველოს რკინიგზისგან ტრანზიტისთვის საკმაოდ გონივრული ფასი მივიღეთ. ვფიქრობ, რომ შემდეგი წარმატებული შეთანხმების შესახებ როგორც საქართველო, ასევე აზერბაიჯანი შეგვატყობინებენ“, - განაცხადა პაპოიანმა.

მისი თქმით, სომხეთს შეუძლია აზერბაიჯანში ალუმინის, ფოლგის, ხილისა და ბოსტნეულის, ზოგიერთი სახის სასმლის, ასევე სხვადასხვა სახის ტექსტილის პროდუქციის ექსპორტი.