ავტორი:

ქრთამის აღების საქმეზე დაკავებულ სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელსა და კიდევ ერთ მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა

ქრთამის აღების საქმეზე დაკავებულ სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელსა და კიდევ ერთ მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა

კასპის მუნიციპალიტეტში ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს აღკვეთის ღონისძიებით პატიმრობა შეეფარდათ.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით კურტანიძემ მიიღო.

პროკურატურა დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიებით პატიმრობას მოითხოვდა.

ადვოკატის მტკიცებით კი, ბრალდების მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობა, რომელიც აღკვეთის ღონისძიებით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს, საკმარისად დასაბუთებული არ ყოფილა.

ადვოკატი დაკავებულების მიმართ 10 000 - 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა. ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფებმა ითანამშრომლეს გამოძიებასთან და პატიება ითხოვეს.

  • როგორც გირშელ ძებნიაურმა განმარტა, ბრალდებულ ნიზლამ შარიფოვს, მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს - ებრძვის სიმსივნეს და ორჯერ აქვს ოპერაცია გაკეთებული. ადვოკატის განმარტებით, მას გაუჭირდება საპატიმროში ყოფნა, რადგან ყოველდღიურად მედიკამენტებს მოიხმარს.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, ხათუნა კახიშვილს, ადვოკატის თქმით, ის ოჯახის მარჩენალია, რომელიც მრავალი წელია ემსახურება სახელმწიფოს, სოფლებს და ადამიანებს, სადაც წლების განმავლობაში უწევდა მოვალეობის შესრულება. მას ჰყავს 2 შვილი, რომელთაგან მხოლოდ ერთი მუშაობს, დანარჩენი დედაზე უყო დამოკიდებული.

სწორედ ამ გარემოებებიდან გამომდინარე დაცვის მხარე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

აღნიშნულ საქმეზე მომავალი სასამართლო პროცესი 23 თებერვალს ჩაინიშნა.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატმა, გირშელ ძებნიაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა, სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

“მიგვაჩნია, რომ ეს აღკვეთის ღონისძიება არის მკაცრი, ამიტომ კანონით დადგენილ ვადაში გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში”, - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დღის განმავლობაში ჩატარებული მასშტაბური ანტიკორუფციული ღონისძიების შედეგად, 4 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ და სხვა სახის დანაშაულებთან დაკავშირებით, დაკავებულია 4 პირი, ხოლო, ჯამში, პასუხისგებაში მიეცა 11 ადამიანი.

კერძოდ, საქმე ეხება, აღნიშნული გამოძიების მეორე ეპიზოდს - კასპის მუნიციპალიტეტში ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტს, რომლისთვისაც დაკავებულნი არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი და ერთი მოქალაქე, რომლის დახმარებითაც სააგენტოს თანამშრომელმა, 560 ლარის სანაცვლოდ, დაამზადა საქონლის ხორცის რეალიზაციისთვის საჭირო ყალბი მოწმობები ისე, რომ არც ხორცის ვარგისიანობა და არც მომხმარებლისთვის.