ავტორი:

დონალდ ტრამპის განცხადებით, ზელენსკისთან შეხვედრამდე პუტინთან პროდუქტიული სატელეფონო საუბარი ჰქონდა

დონალდ ტრამპის განცხადებით, ზელენსკისთან შეხვედრამდე პუტინთან პროდუქტიული სატელეფონო საუბარი ჰქონდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ფლორიდაში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრამდრ რამდენიმე საათით ადრე ესაუბრა თავის რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს.

„დღეს, 13:00 საათზე, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრამდე, რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან კარგი და ძალიან პროდუქტიული სატელეფონო საუბარი მქონდა“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

ამერიკული მედიის ცნობით, ტრამპმა და პუტინმა ბოლოს ოქტომბერში ისაუბრეს და სატელეფონო საუბრის დროს ბუდაპეშტში სამიტის მოწვევაზე შეთანხმდნენ. თუმცა, რამდენიმე დღის შემდეგ, ტრამპმა მოულოდნელად გააუქმა შეხვედრა და განაცხადა, რომ ფიქრობდა, რომ ეს დროის ფუჭად კარგვა იქნებოდა.