ავტორი:

“აქ ვერ დაგნებდები, ხირხალ“, “აკოცა, აკოცა, აკოცა? - კინაღამ აკოცა“ - 2 ქართული კომედია, რომელიც წინასაახალწლო დღეებს გაგილამაზებთ

“აქ ვერ დაგნებდები, ხირხალ“, “აკოცა, აკოცა, აკოცა? - კინაღამ აკოცა“ - 2 ქართული კომედია, რომელიც წინასაახალწლო დღეებს გაგილამაზებთ

ვაგრძელებთ ძველი ქართული ფილმების გახსენებას, ფილმების, რომელიც მაყურებელს ძალიან უყვარს ისე, რომ ფილმიდან სხვადასხვა ფრაზა ზეპირადაც იცის და ყოველდღიურ მეტყველებაშიც შეიძლება სიტუაციურად გამოიყენოს. განსაკუთრებით უყვართ კომედიური ჟანრის ფილმები, სადაც სხარტ და ენაკვიმატ გამოთქმებში ბევრი რამის დანახვა შეიძლება.

ამჯერად ორი ფილმს გავიხსენებთ - „სიყვარული ყველას უნდა“ და „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“...

„სიყვარული ყველას უნდა“ - რეჟისორ გიორგი შენგელაიას მუსიკალური კომედიაა, რომელიც 1980 წელს არის გადაღებული. სამკერვალო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მაყვალა სამუშაოდ კახეთის ერთ-ერთ სოფელში ჩადის. ის მძღოლს, ბურნუთას შეუყვარდება, მაგრამ გრძნობის გამხელას ვერ უბედავს. რთველი კარზეა მომდგარი, მუშაობისთვის კი არავის სცალია, რადგან სოფელში ყველა შეყვარებულია: კოლმეურნეობის თავმჯდომარე ჩხუბობს, მაგრამ სიყვარული ყველას უნდა. ფილმის სცენარის ავტორი ლეილა ბეროშვილია.

კახელების ენაკვიმატობა ყველას მოეხსენება და ეს ფილმიც ვერ გაექცა ამას, რითაც ხალხის საჯარო სიყვარული დაიმსახურა... ახლა კი ფრაზები, რომლებიც ამ ფილმიდან გვახსოვს და გვიყვარს:

„ქეთოი წმინდა კერაი გაუმარჯოი,“ „რა შაუბრალებელ იყავ, ბიჭო,“ „აქ ვერ დაგნებდები, ხირხალ,“ „ცეცხლი ჭამა თქენმა პირმა,“ „კაცი ნაწუწნ კანფეტს დაამსგავსე,“ „უხეში, უზრდელი, თანამდებობისთვის შეუფერებელი,“ „რომელ უჭირავ ტრუპკაი? მაიხედე აქეთა, 3-20-ია?“ „როგორც ჩემი შვილი იტანჯება, მეც ისე უნდა დავიტანჯო... გამიშვიით!“ „ტაში პარიიი“...

  • „მხიარული რომანი“

ეს ფილმი 1972 წელს გადაიღო რეჟისორმა ლევან ხოტივარმა. ინკასატორ იპოლიტეს ქალიშვილი სტუდენტ დათოს შეუყვარდება. იპოლიტეს ყველგან თავდამსხმელები ელანდება. ერთი გაუგებრობის გამო ყველა ყაჩაღი ჰგონია. დათო და ეკა ოჯახის დაუკითხავად დაქორწინდებიან. დათოს სიძედ ხილვა იპოლიტეს წყობიდან გამოიყვანს, მაგრამ მერე ყველაფერი გაირკვევა და ბედნიერი წყვილი საქორწინო მოგზაურობაში გაემგზავრება.

ფრაზები „მხიარული რომანიდან“:

„ტყვიას ტყვიაში აჯენს,“ „გულდათუთქული მამა იპოლიტე,“ „ნებით მიყვები, შვილო? კი, მამა, ვაიმე, რა დროს მოვესწარ,“ „აკოცა, აკოცა, აკოცა? - კინაღამ აკოცა,“ „პატივცემულო დავით, მოხიბლული ვარ თქვენი მომკალით,“ „სად დავდო? დამადევი თავზე,“ „მე თქვენ გამღერებთ ნოტებზე, თუ ვარ იპოლიტე“...

იხილეთ ასევე: