დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში მასპინძლობს. ამ წუთებში ორი ქვეყნის ლიდერი მარ-ა-ლაგოსში მედიასთან საუბრობს.
ტრამპი აცხადებს, რომ მისი აზრით, პუტინი „სერიოზულად უყურებს მშვიდობას“.
„მე მჯერა, რომ შეთანხმების საფუძველი არსებობს“, - დასძენს ტრამპი.
მისივე თქმით , „ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა და ფიქრობს, რომ ორივე პრეზიდენტს სურს შეთანხმების დადება.
„მჯერა, რომ ჩვენ გვაქვს შეთანხმების საფუძველი, რომელიც კარგია უკრაინისთვის, ყველასთვის. არაფერია უფრო მნიშვნელოვანი“- აღნიშნავს ტრამპი და დასძენს, რომ უკრაინისთვის „ძლიერი“ უსაფრთხოების შეთანხმება იქნება და „ევროპული ერები ძალიან აქტიურად არიან ჩართულნი“.
„მე ვფიქრობ, რომ ევროპული ერები მართლაც შესანიშნავად მოქმედებენ და ისინი ეთანხმებიან ამ შეხვედრას და შეთანხმების მიღწევას. ისინი ყველა შესანიშნავი ხალხია“, - აცხადებს ტრამპი.
დონალდ ტრამპი წელს ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში უკვე მესამედ მასპინძლობს.