მექსიკის სამხრეთ-დასავლეთ ოახაკას რეგიონში მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა, რის შედეგად, სულ მცირე, 13 ადამიანი დაიღუპა და 100-მდე დაშავდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
დაშავებულებიდან 36 კლინიკაში მკურნალობს. მათგან 5 მგზავრის მდგომარეობა მძიმეა.

მექსიკის გენერალური პროკურორის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

სარკინიგზო კატასტროფის ადგილზე გადაღებულ ფოტოებში ჩანს ლიანდაგიდან გადასული მატარებელი, რომელიც ნაწილობრივ კლდიდან არის გადახრილი.

ოკეანთშორისი რკინიგზა ორი წლის წინ გაიხსნა. მექსიკის მთავრობა ამ ტერიტორიის სტრატეგიულ სავაჭრო დერეფნად გადაქცევას ცდილობდა, რის გამოც გააფართოვეს რკინიგზა და სამრეწველო ინფრასტრუქტურა.
