ცხოველებს შორის დათვებს განსაკუთრებული დედობრივი ინსტინქტები აქვთ.

როგორც მეცნიერები ამბობენ, ამ ბელებიდან ერთი ამ დედა დათვისაა, ხოლო მეორე - არა.
ბოლო ხუთი ათწლეულის განმავლობაში ამ ტერიტორიაზე 4 000-ზე მეტი დათვი შეისწავლეს და საერთო ჯამში, დაფიქსირდა 13 შემთხვევა, როცა დედა დათვმა ბელი "იშვილა", ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, იზრუნა ისეთ ბელებზე, რომელიც მას არ გაუჩენია.

როგორც მეცნიერები აღწერენ, ფოტოებზე აღბეჭდილი დათვი როდესაც გაზაფხულზე გამოვიდა, ის მხოლოდ ერთ ბელთან ერთად იყო, ხოლო შემოდგომაზე უკვე ორი ბელით გამოჩნდა. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რა დაემართა ბელის ნამდვილ დედა დათვს.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/lToUe0bmQhU?si=-K081bjhdE1D3IoQ" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>