ავტორი:

უმძიმესი დანაშაული თბილისში - არასრულწლოვანი ერთ-ერთ ჰოსტელში მოტყუებით წაიყვანეს, სადაც მასზე სექსუალურად რამდენჯერმე იძალადეს

უმძიმესი დანაშაული თბილისში - არასრულწლოვანი ერთ-ერთ ჰოსტელში მოტყუებით წაიყვანეს, სადაც მასზე სექსუალურად რამდენჯერმე იძალადეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვანების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით 1997 წელს დაბადებული დ.ჭ. და წარსულში ნასამართლევი, 2004 წელს დაბადებული ზ.პ დააკავეს.

  • უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა არასრულწლოვანი ნ.ღ. თბილისში, ერთ-ერთ ჰოსტელში მოტყუებით წაიყვანეს, სადაც ორივე მათგანმა არასრულწლოვანი გოგონას მიმართ ძალის გამოყენებით, სექსუალურად რამდენჯერმე იძალადა.

„ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.