ესპანური მედია და სოციალური ქსელები ნამდვილმა სენსაციამ მოიცვა: "გრემის" მფლობელი მომღერალი, მსოფლიო ვარსკვლავი როსალია და UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი, წარმოშობით ქართველი ილია თოფურია, შესაძლოა, იმაზე ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ. პრესაში გაჟონილი ინფორმაციით, მათი ურთიერთობა უკვე გასცდა მეგობრობის ფარგლებს და შესაძლოა, სპორტსმენის ოჯახის დანგრევის მიზეზიც სწორედ ეს რომანი გახდა.
ნათლიობა - იდეალური "საფარი" რომანისთვის?
ყველაფერი რამდენიმე თვის წინ დაიწყო, როდესაც ცნობილმა მომღერალმა ომარ მონტესმა საჯაროდ გამოაცხადა, რომ მისი შვილის ნათლიები სწორედ როსალია და ილია თოფურია იქნებოდნენ. მაშინ ეს უბრალო მეგობრობად და კოლეგების პატივისცემად აღიქვეს, თუმცა დღეს ეს ფაქტი სულ სხვა მნიშვნელობას იძენს. ინსაიდერების თქმით, სწორედ ამან მისცა მათ საშუალება, საზოგადოების ყურადღების გარეშე ხშირად შეხვედროდნენ ერთმანეთს.

სკანდალური "ხალათი" და ღალატის ბრალდება
გამოცემა Informalia-ს მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ ეჭვები რეალობად აქცია. წყარო ამტკიცებს, რომ როსალია ამ შემოდგომაზე ილიას სახლში არაერთხელ შენიშნეს. განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო დეტალმა, რომლის მიხედვითაც მომღერალი სპორტსმენის სახლში აბაზანის ხალათში ნახეს.
ესპანური გამოცემები პირდაპირ წერენ, რომ ეს "მესამე პირი" შესაძლოა სწორედ როსალია იყოს. ირკვევა, რომ კატალონიელმა ვარსკვლავმა და ილიამ ურთიერთობა ზუსტად იმ პერიოდში დაიწყეს, როდესაც სპორტსმენმა და მისმა ცოლმა სოციალურ ქსელებში ერთმანეთის "ანფოლოუ" გააკეთეს.

ილია თოფურია რინგს ტოვებს: სასამართლო დავები და შანტაჟი
ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ ილია თოფურიამ 2026 წლის პირველ კვარტალში სპორტულ კარიერაში პაუზა გამოაცხადა. მიზეზი პირადი პრობლემები და მეუღლესთან სკანდალური დაშორებაა. საქმეში უკვე ადვოკატები არიან ჩართულნი:
ინსაიდერების თქმით, ილია და როსალია ურთიერთობას სწორედ ამიტომ მალავენ – თუ დადასტურდა, რომ მათი რომანი ოფიციალურ გაშორებამდე დაიწყო, ეს სასამართლო პროცესზე სპორტსმენის წინააღმდეგ იმუშავებს.
"ისინი უბრალოდ მეგობრები არ არიან"მიუხედავად იმისა, რომ ტელეპროგრამა 'El tiempo justo'-ს ჟურნალისტი ლეტიცია რეკეხო ამტკიცებს, რომ მათ შორის მხოლოდ "იშვიათი მეგობრობაა", სხვა კოლეგები ამას არ იჯერებენ.

სიმშვიდე "მატადორის" მკლავებში
ინფორმაციის მიხედვით, როსალიამ და ილიამ ერთმანეთი მაშინ გაიცნეს, როცა მომღერალი ახალ ალბომზე, 'Lux'-ზე მუშაობდა და მედიისგან დიდ ზეწოლას განიცდიდა. Rauw Alejandro-სთან დაშორების შემდეგ, მომღერალს ხანმოკლე რომანი ჰქონდა მსახიობ ჯერემი ალენ უაითთან, რომელიც 2024 წლის სექტემბერში დასრულდა. მას შემდეგ ის ოფიციალურად მარტოხელაა. ახლა კი სიმშვიდე ილია თოფურიასთან იპოვა.
ჩემპიონი როსალიას ახალი ალბომის დახურულ პრეზენტაციასაც დაესწრო, სადაც თვითმხილველების თქმით, წყვილმა მთელი საღამო ერთად გაატარა და ერთმანეთის მიმართ სითბოს არ მალავდნენ.
დადასტურდება თუ არა ოფიციალურად ქართველი "მატადორისა" და ესპანელი "მოტომამის" რომანი, სავარაუდოდ, უახლოეს კვირებში გაირკვევა. მანამ კი, საზოგადოება და პაპარაცები თითოეულ მათ ნაბიჯს აკვირდებიან.
წაიკითხეთ ასევე: