ავტორი:

"ჩემთვის ადვილი იქნებოდა გავმხდარიყავი ოპოზიციური პარტიების თუ ენჯეოს "ვარსკვლავბიჭუნა", თუმცა ეს სახალხო დამცველის ფუნქცია არაა" - ინტერვიუ ომბუდსმენთან

"ჩემთვის ადვილი იქნებოდა გავმხდარიყავი ოპოზიციური პარტიების თუ ენჯეოს "ვარსკვლავბიჭუნა", თუმცა ეს სახალხო დამცველის ფუნქცია არაა" - ინტერვიუ ომბუდსმენთან

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი 2025 წელს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას ასახელებს. მისი შეფასებით, მოქალაქეების უკანონო დაკავება, ფინანსური სანქციები და დისკრიმინაციის ფაქტები იმ პრობლემებს შორისაა, რომლებიც სისტემურ ყურადღებას საჭიროებს. ინტერვიუში იოსელიანი ასევე საუბრობს განსხვავებული მოსაზრების ნიშნით შესაძლო დევნის შემთხვევებსა და შეკრებისა და მანიფესტაციების კანონმდებლობის გამკაცრებაზე.

- ჩემი ყოველწლიური ანგარიში ყოველთვის იწყება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შეფასებით, ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოქალაქეების მდგომარეობით. მიმაჩნია, რომ ეს არის მთავარი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის.

ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და მოქალაქეების უკანონო დაკავება, სამწუხაროდ, 2025 წელსაც გაგრძელდა. წლის განმავლობაში უკანონოდ დააკავეს ორმოცდაათზე მეტი კაცი. მათი დიდი ნაწილი გათავისუფლდა, თუმცა ნაწილი კვლავ უკანონო პატიმრობაშია. ეს არის საკითხი, რომელიც ჩემთვის, როგორც სახალხო დამცველისთვის, პრიორიტეტული იქნება, ამ თანამდებობაზე ვიქნები. საქმე გვაქვს ადამიანის უფლებების უმძიმეს დარღვევებთან. ადამიანები ერთ დღეს გადიან სახლიდან და უკან ვეღარ ბრუნდებიან მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარ მიწის ნაკვეთზე გადაადგილებისას ე.წ. საზღვარი გადაკვეთეს, ეს კი ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს, ისე საქართველოს კონსტიტუციას.

- როდესაც ჩვენს მოქალაქეებს საოკუპაციო რეჟიმი აკავებს, რა ვითარებაში უწევთ მათ ყოფნა?

- წინა წლებთან შედარებით ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები ნაკლებად ფიქსირდება, თუმცა გაიზარდა ფინანსური სანქციების ოდენობა. პრაქტიკულად ყველა ჯერზე მოქალაქეების გათავისუფლება უკავშირდება კონკრეტული ჯარიმების გადახდას, რაც მათ ფინანსურ მდგომარეობას მძიმე ტვირთად აწვება.

- შეიძლება თუ არა 2025 წლის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მივიჩნიოთ პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტები?

- თუ ამ მიმართულებით რამე შემიძლია ვთქვა, ეს არის ის, რომ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გარკვეული განცხადებები მივიღეთ. მოქალაქეები მიუთითებდნენ, რომ პოლიტიკური მოსაზრებების გამო იქნენ გათავისუფლებული სამუშაო ადგილებიდან. აღნიშნული განცხადებები სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა.

რიგ შემთხვევებში დავადგინეთ განსხვავებული მოსაზრებების გამო გათავისუფლების ფაქტები. ასევე, სხვა საქმეზე გავეცით რეკომენდაცია, რათა საქართველოს პარლამენტს ხელახლა შეესწავლა რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული თანამშრომლის საქმე, სადაც მისი სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლები ბუნდოვანი და დაუსაბუთებელი იყო.- რა ტიპის დისკრიმინაციას ჰქონდა ადგილი?

- ლაპარაკი იყო თანასწორობის პრინციპის დარღვევასა და არათანაბარ მოპყრობაზე.

ერთ-ერთ უწყებაში ხელმძღვანელმა პირმა თანამშრომლებზე პრემიები გასცა ისე, რომ არ იხელმძღვანელა თანასწორობის პრინციპით და სხვადასხვა ნიშნით გამოარჩია, რის გამოც დისკრიმინაციის ფაქტი დადგინდა.

- თუ გაქვთ შესაძლებლობა, რომ დაადგინოთ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტი?

- ეს ნამდვილად შესაძლებელია. რამდენიმე დღის წინ ერთ მოქალაქეს შევხვდი, რომელიც მიუთითებს, რომ ერთ-ერთი კერძო დაწესებულებიდან გაათავისუფლეს მხოლოდ იმიტომ, რომ კონკრეტული პოლიტიკური პროცესის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდა. ეს საქმე ამჟამად შესწავლის პროცესშია...წაიკითხეთ სრულად