ავტორი:

"ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა დაკარგული აქვს, რუსეთის მოქალაქეობა აქვს, რაც ართულებს ექსტრადიციის პროცესს" - პაპუაშვილი

"ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა დაკარგული აქვს, რუსეთის მოქალაქეობა აქვს, რაც ართულებს ექსტრადიციის პროცესს" - პაპუაშვილი

მნიშვნელოვანია, ყველა ბრალდებული დაკავებული იყოს. რამდენიმე ადამიანი სხვადასხვა ადგილას იმალება - ზოგი ევროპაშია, ზოგი რუსეთში. რამდენადაც ვიცით ფარცხალაძის მიმართ, საქართველოს მოქალაქეობა დაკარგული აქვს, რუსეთის მოქალაქეობა აქვს, რაც ართულებს ექსტრადიციის პროცესს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წარედგინება.

  • მისივე თქმით, უმძიმესი შემთხვევა იყო, როდესაც შეკვეთილი მკვლელობა მოხდა თბილისის ცენტრში.

„მადლობა სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებმაც ძალიან დეტალურად იმუშავეს, რთული საგამოძიებო პროცესი იყო მთლიანად. ვხედავდით, რომ სხვადასხვა ადამიანი იყო ჩართული, მათ შორის დადასტურდა, რომ ამ მკვლელობის ორგანიზატორი ქვეყნის გარეთ არის. ხდებოდა ხელის დაფარება ერთმანეთის მიმართ. ვხედავდით, რომ აღმსრულებლები ვინც იყვნენ დაკავებულები, არ იძლეოდნენ ჩვენებებს. საბოლოოდ, გამოძიებამ სრული სურათი გაშიფრა. ვნახეთ, ვინ იყო ორგანიზატორი, შემსრულებელი, რა იყო მოტივი. მადლობა სამართალდამცავ ორგანოებს. ახლა მნიშვნელოვანია, ყველა პირი, ვინც ბრალდებულია, დაკავებული იყოს. რამდენიმე ადამიანი სხვადასხვა ადგილას იმალება. ზოგი ევროპაშია, ზოგი რუსეთში. რამდენადაც ვიცით, ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა დაკარგული აქვს, რუსეთის მოქალაქეობა აქვს, რაც ართულებს ექსტრადიციის პროცესს. მნიშვნელოვანია ყველა დამნაშავემ აგოს პასუხი“,-აღნიშნა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წარედგინება. აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე ისაუბრა და განმარტა, რომ ჯანგველაძის მკვლელობის საქმე სრულად გახსნილია.

წაიკითხეთ ასევე: