რატომ არ გამოაცხადეს ძებნა აქამდე ფარცხალაძეზე? მის წინააღმდეგ მხოლოდ კანონიერი ქურდების მოთხოვნით აღიძრა საქმე. ამას ვამბობდი ზუსტად,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც შეაფასა ფაქტი, რომ ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ოთარ ფარცხალაძეს ბრალი წარედგინება.
“ივანიშვილი არის კრიმინალური მენტალიტეტის ადამიანი. მისი ბანდიტური მმართველობის სტილი არის კრიმინალური. მან საქართველოში კანონიერი ქურდების ფართომასშტაბიანი ინფილტრაცია დააბრუნა.
რატომ არ გამოაცხადეს ძებნა აქამდე ფარცხალაძე? მის წინააღმდეგ მხოლოდ კანონიერი ქურდების მოთხოვნით აღიძრა საქმე. ამას ვამბობდი ზუსტად“, - წერს ხატია დეკანოიძე.
ცნობისთვის, შსს-ის ინფორმაციით, ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წარედგინება. აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე ისაუბრა და განმარტა, რომ ჯანგველაძის მკვლელობის საქმე სრულად გახსნილია.
მისი თქმით, ფარცხალაძეს პროკურატურის შესაბამისი დადგენილების მიხედვით, ბრალად ედება ის, რომ „|ჩაიდინა ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზება“ და მისი მიმართ ძებნა გამოცხადდება.
წაიკითხეთ ასევე: