ავტორი:

"უკრაინა კარგავს მიწებს..." - პესკოვი

"უკრაინა კარგავს მიწებს..." - პესკოვი

უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს, ეს არის გეგმა A, B და C, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ჩვენს უკრაინელ თანამოსაუბრეებს შევახსენებ, რომ უკრაინა კარგავს მიწებს და გააგრძელებს მათ დაკარგვას. ხვალინდელი სიტუაცია დღევანდელისგან განსხვავებული იქნება. აი ეს არის გეგმა A-ც, B-ც და C-ც“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, კიევი ვალდებულია, საბრძოლო მოქმედებების შესაჩერებლად უკრაინის შეიარაღებული ძალები დონბასის ადმინისტრაციული საზღვრებიდან გაიყვანოს.

„რა თქმა უნდა, ეს არის კიევის რეჟიმის შეიარაღებული ძალების გაყვანა დონბასიდან: ადმინისტრაციული საზღვრების მიღმა“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს, როდესაც უპასუხა მათ შეკითხვას, რაში მდგომარეოპს დონბასის საკითხის პოლიტიკური გადაწყვეტა.