ავტორი:

უამინდობამ დასავლეთ საქართველოში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა - განსაკუთრებულად რთული მდგომარეობაა იმერეთსა და სამეგრელოში

უამინდობამ დასავლეთ საქართველოში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა - განსაკუთრებულად რთული მდგომარეობაა იმერეთსა და სამეგრელოში

კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, დღეს დილიდან დასავლეთ საქართველოში უამინდობამ მაღალი და დაბალი ძაბვების ელექტროქსელის დაზიანება გამოიწვია.

  • ამის შესახებ „ენერგო-პრო ჯორჯია“ განცხადებას ავრცელებს.

"ამ წუთებში "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. კომპანიის დამატებითი ბრიგადები დანარჩენი საქართველოდან უკვე ჩასულები არიან დაზიანების ადგილებზე.

განსაკუთრებულად რთული მდგომარეობაა იმერეთის და სამეგრელოს რეგიონებშია. ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხებული ჰქონდა რკინიგზას. რიკოთის მონაკვეთი უკვე აღდგენილია, თუმცა, ქუთაისთან სამგზავრო მატარებელი გაჩერებულია. აღნიშნულ მონაკვეთს ელექტროენერგიის მიწოდება შეძლებისდაგვარად დროულად აღუდგება.

"ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში იმუშავებს იქამდე, სანამ სრულად არ აღდგება ენერგომომარაგება“,- ნათქვამია განცხადებაში.