“რუსეთის შეიარაღებული ძალები ზაპოროჟიეს გათავისუფლების მიმართულებით ამოცანების შესრულებას ახერხებს,“ - შესაბამისი განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კრემლში გენერალურ შტაბთან შეხვედრისას გააკეთა.
„მტერი იქ თავდაცვისთვის მრავალი წლის განმავლობაში ემზადებოდა. ვიცით, რომ იქ სიტუაცია რთულია. მიუხედავად ამისა, თქვენი ჯგუფის წინაშე არსებული ამოცანების შესრულებას ახერხებთ“, - განაცხადა პუტინმა.
ასევე, რუსეთის პრეზიდენტმა „დონბასის სრულად გათავისუფლების“ შესახებაც ისაუბრა.
„სევერსკის გათავისუფლება და კონსტანტინოვკაში ეფექტური სამუშაოები შეიარაღებულ ძალებს საშუალებას აძლევს, რომ „ცენტრის“ ძალებთან თანამშრომლობით, დონბასის ტერიტორია სრულად გაათავისუფლონ“, - აღნიშნა პუტინმა.