კალიფორნიის სანაპიროსთან ზვიგენის თავდასხმის შედეგად დაღუპული ტრიატლონისტის ცხედარი მისი გაუჩინარებიდან ერთი კვირის შემდეგ იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით ქალი მეუღლესთან ერთად ცურავდა, როდესაც ტრაგედია მოხდა.

თვითმხილველების თქმით 21 დეკემბერს ერიკა ფოქსი ადგილობრივი საცურაო კლუბის სხვა 13 წევრთან ერთად ცურავდა, ის მეუღლეს დაახლოებით 100 იარდით უკან მიჰყვებოდა, როდესაც ზვიგენი დაესხა თავს და წყალში ჩაითრია. მოწმეების განცხადებით მათ მტაცებელს მოჰკრეს თვალი, რომელსაც ყბებში ადამიანის სხეული ეჭირა, შემდეგ კი წყლის ქვეშ გაუჩინარდა.

როგორ ჟურნალისტებს ერიკას მეუღლემ უთხრა სანაპირო დაცვამ 55 წლის შავი ჰიდროკოსტიუმში ჩაცმული ფოქსის ცხედარი გასულ შაბათს, დღის მეორე ნახევარში, სანტა კრუზში, დევენპორტის სანაპიროს სამხრეთით აღმოაჩინეს - დაახლოებით 25 მილის დაშორებით იმ ადგილიდან, სადაც ის ბოლოს ნახეს.
მას ფეხზე კვლავ ეკეთა “ზვიგენის სამაჯური“. ეს ელექტრომაგნიტური მოწყობილობა ზვიგენებისგან თავის დასაცავად არის შექმნილი, თუმცა როგორც ჩანს სამაჯურმა იმ ზვიგენის შეჩერება ვერ მოახერხა, რომელმაც ქალი მოკლა.