ავტორი:

ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, 2026 წელს რუსეთის სამხედრო სამსახურში 261 000 ადამიანს გაიწვევენ

ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, 2026 წელს რუსეთის სამხედრო სამსახურში 261 000 ადამიანს გაიწვევენ

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, 2026 წელს რუსეთის სამხედრო სამსახურში 261 000 ადამიანს გაიწვევენ, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2026 წელს სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.

„2026 წლის 1-ელი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 18-დან 30 წლამდე ასაკის რუსეთის ფედერაციის 261 000 მოქალაქის გაწვევა განხორციელდეს, რომლებიც რეზერვში არ იმყოფებიან და სამხედრო სამსახურში გაწვევის ვალდებულებას ექვემდებარებიან“, - ნათქვამია განკარგულებაში.