ავტორი:

ამერიკელი პოპ ვარსკვლავი, ბიონსე მილიარდერი გახდა - Forbes-მა მისი შემოსავლები დაითვალა

ამერიკელი პოპ ვარსკვლავი, ბიონსე მილიარდერი გახდა - Forbes-მა მისი შემოსავლები დაითვალა

ჟურნალ Forbes-მა ამერიკელი პოპ ვარსკვლავი, ბიონსე მილიარდერების რეიტინგში შეიყვანა, რის შედეგადაც ის მეხუთე მუსიკოსი გახდა, რომელიც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში მოხვდა.

Forbes-ის თანახმად, ამერიკელი ვარსკვლავი შეუერთდა მუსიკოსების ელიტარულ ჯგუფს, რომელთა ქონება ათობით მილიონ დოლარს შეადგენს. მათ შორის არიან: ტეილორ სვიფტი, რიანა, ბრიუს სპრინგსტინი და მომღერლის მეუღლე Jay-Z.

  • ჟურნალის თანახმად Jay-Z-ის ქონება 2.5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ამ თვის დასაწყისში Forbes-მა ბიონსეს წმინდა ქონება 800 მილიონ დოლარად შეაფასა და ივარაუდა, რომ ვარსკვლავი მალე გადააჭარბებდა მილიარდ დოლარს.

აღსანიშნავია, რომ მისმა 2023 წლის Renaissance World Tour-მა თითქმის 600 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ასევე ბიონსემ გადაიღო ფილმი მის პირველ სოლო ტურნეზე და კინოთეატრებიდან გამომუშავებულმა შემოსავალმა 44 მილიონი დოლარი შეადგინა.

მისი 2024 წლის ალბომმა „Cowboy Carter“, რომელიც ქანთრი მუსიკის აფროამერიკულ ფესვებს უსვამ ხაზს, კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა და გრემის დაჯილდოებაზე წლის ალბომის ჯილდო მოიპოვა.

Forbes-ის შეფასებით, Cowboy Carter-ის ტურნემ, რომელშიც მონაწილეობდნენ ჯეი-ზი, მათი შვილები და Destiny's Child-ის ყოფილი წევრები, 450 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მოიტანა.

წყარო