ავტორი:

"საუკუნის შერიგება" - კიმ კარდაშიანი და ქანიე უესტი ერთმანეთს მალულად შეხვდნენ და შობა შვილებთან ერთად აღნიშნეს: ტაბლოიდები დეტალებზე წერენ

"საუკუნის შერიგება" - კიმ კარდაშიანი და ქანიე უესტი ერთმანეთს მალულად შეხვდნენ და შობა შვილებთან ერთად აღნიშნეს: ტაბლოიდები დეტალებზე წერენ

მრავალწლიანი უთანხმოების შემდეგ, კიმ კარდაშიანი და მისი ყოფილი ქმარი ქანიე უესტი შობის დღესასწაულზე მედიისგან მალულად შეხვდნენ ერთმანეთს და ოთხ შვილთან ერთად გაატარეს დრო.

TMZ-ის ცნობით, ყოფილმა წყვილმა გვერდზე გადადო დიდი ხნის უთანხმოებები და დღესასწაული ოჯახურად აღნიშნეს. მათი ახლობლების თქმით, ატმოსფერო მეგობრული და ბავშვებზე ორიენტირებული იყო: 12 წლის ნორთი, 9 წლის სეინთი, 7 წლის ჩიკაგო და 5 წლის ფსალმი მშობლებთან ერთად კარგად გრძნობდნენ თავს.

როგორც გამოცემა წყაროზე გაყრდნობით წერს, ყოფილი წყვილი ერთმანეთს პატივისცემით ეპყრობოდა და აქტიურად მუშაობენ ურთიერთობის გასაუმჯობესებლად.

შერიგება მას შემდეგ მოხდა, რაც TMZ-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უესტი წარსულის სეცდომების გამოსასწორებლად „საკუთარ თავზე მუშაობდა“.

TMZ-მა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ უესტი უფრო მეტად უჭერს მხარს თავისი ქალიშვილის, ნორთის, სოციალურ მედიაში აქტიურობას.

გასულ თვეში, „კარდაშიანებთან ერთად“-ს ეპიზოდში, SKIMS-ის დამფუძნებელმა გულახდილად ისაუბრა ურთიერთობაში არსებულ გამოწვევებზე და აღიარა, რომ ეს ურთიერთობა ზოგჯერ მას ზღვრამდე მიჰყავს.

კარდაშიანი და უესტი იტალიაში 2014 წელს დაქორწინდნენ. 2021 წლის თებერვალში კი განქორწინდნენ.

მას შემდეგ რეპერი ავსტრალიელი მოდელსა და არქიტექტორ ბიანკა სენსორს ხვდება. თუმცა არაერთხელ გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ისინი დაშორდნენ.

იხილეთ ასევე: