ავტორი:

"პუტინმა ტრამპს და რამდენიმე ევროპელ ლიდერს, მათ შორის ვიქტორ ორბანს, რობერტ ფიცოს და ალექსანდრ ვუჩიჩს, ახალი წელი მიულოცა" - კრემლი

"პუტინმა ტრამპს და რამდენიმე ევროპელ ლიდერს, მათ შორის ვიქტორ ორბანს, რობერტ ფიცოს და ალექსანდრ ვუჩიჩს, ახალი წელი მიულოცა" - კრემლი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სადღესასწაულო მილოცვები გაუგზავნა ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპს და რამდენიმე ევროპელ ლიდერს, - ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

"ვლადიმერ პუტინმა შობისა და დამდეგი ახალი 2026 წლის აღსანიშნავად უცხოელი სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს გაუგზავნა შეტყობინებები, მათ შორის დონალდ ტრამპს“, - აცხადებენ კრემლში.

  • მათივე ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა შობა-ახალი წელი მიულოცა უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობების მეთაურებს, ვიქტორ ორბანს და რობერტ ფიცოს, ასევე სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩს.

პუტინმა შეტყობინებები ასევე გაუგზავნა სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს და აზერბაიჯანისა და ბელორუსის ლიდერებს, ილჰამ ალიევსა და ალექსანდრე ლუკაშენკოს.

„მილოცვები ასევე მიიღეს ჩინეთის, ინდოეთის, ჩრდილოეთ კორეის, თურქეთის, ვენესუელას, ცენტრალური აზიის, გლობალური სამხრეთისა და ლათინური ამერიკის ლიდერებმა“, - აცხადებენ კრემლში.