თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში ციხეში არსებული ვითარების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ბაჩო ახალაიას ციხეში შეუზღუდეს ყველა უფლება, მათ შორის სატელეფონო ზარი, წერილები, პაემანი.
“ბაჩოს ციხეში შეუზღუდეს ყველა უფლება, მათ შორის სატელეფონო ზარი, წერილები, პაემანი... ისევ ვცადე შესვლა, როგორც მისმა ადვოკატმა და არ შემიშვეს“, - წერს ნადარეიშვილი.
ცნობისთვის, სასამართლომ ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მას 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.