ავტორი:

იუდეაში, უძველესი მონასტრის ტერიტორიაზე არქეოლოგებმა 1 400 წლის წინანდელი ოქროს განძი აღმოაჩინეს

იუდეაში, უძველესი მონასტრის ტერიტორიაზე არქეოლოგებმა 1 400 წლის წინანდელი ოქროს განძი აღმოაჩინეს

ისრაელელმა არქეოლოგებმა იუდეის უდაბნოში, ყოფილი ქრისტიანული მონასტრის ტერიტორიაზე, უძველესი ოქროს ნივთები აღმოაჩინეს.

ნივთები ჰირკანიის არქეოლოგიურ ძეგლთან, ჩრდილოეთ იუდეის უდაბნოშია აღმოჩენილი, რომელიც დასავლეთ სანაპიროზე, იერუსალიმიდან დაახლოებით ათი მილის აღმოსავლეთით მდებარეობს.

განძი ორი ოქროს მონეტისა და ნატიფად ნაკეთებ ოქროს ბეჭდის მოიცავს. მკვლევართა განცხადებით ნივთების ასაკი 1 400 წლით განისაზღვრება.

  • ჰირკანიის ციხესიმაგრე გვიანდელ ელინისტურ პერიოდში , ძვ. წ. II–I საუკუნეებს შორის არის დაარსებული. თავად ოქროს მონეტები კი ე. წ. სოლიდუსებს წარმოადგენენ და მათზე იმპერატორი ჰერაკლე არის გამოსახული, რომელიც ბიზანტიის იმპერიას 610–641 წლებში მართავდა.

ისტორიკოსების თქმით, ბიზანტიურ პერიოდში, მონაზვნობის განვითარებასთან ერთად იუდეის უდაბნოში ქრისტიანული მონასტერი შეიქმნა, რომლის დაარსება წმინდა საბას საქმიანობას მიეწერება — იგი უდაბნოს მონაზვნობის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო ,თავად ეს მონასტერი კი ასწლეულების განმავლობაში ფუნქციონირებდა.

“ეს აღმოჩენები ადასტურებს იმ ფაქტს , რომ ჰირკანია ბიზანტიურ პერიოდში იუდეის უდაბნოში მოქმედი მონასტრული და რელიგიური ლანდშაფტის ნაწილი იყო, ხოლო არტეფაქტები რეგიონში ბიზანტიური პერიოდისა და ადრეული ქრისტიანული ტრადიციის მნიშვნელოვან თავს ასახავს“ ნათქვამია არქეოლოგმა ბენიამინ ჰარ - ევენმას განცხადებაში.

წყარო