ავტორი:

"ლინკოლნ ბეროუზი" - როგორ შეცვალა წლებმა ლეგენდარული სერიალის, "გაქცევის" მსახიობი - დომინიკ პარსელის სკანდალური ქორწინება და 4 შვილი (ფოტოები)

"ლინკოლნ ბეროუზი"  - როგორ შეცვალა წლებმა ლეგენდარული სერიალის, "გაქცევის" მსახიობი  - დომინიკ პარსელის სკანდალური ქორწინება და 4 შვილი (ფოტოები)

პოპულარული სერიალის, "ციხიდან გაქცევის" (Prison Break) ვარსკვლავი, დომინიკ პარსელი სოციალურ ქსელში ახალი ფოტოებით გამოჩნდა და ფანები საგონებელში ჩააგდო. 55 წლის ავსტრალიელი მსახიობი, რომელიც მაყურებელმა ლინკოლნ ბეროუზის როლით შეიყვარა, რადიკალურადაა შეცვლილი და მისი ცნობა თითქმის შეუძლებელია.

  • წლების განმავლობაში პარსელი ცნობილი იყო დაბალზე შეჭრილი თმით, მოკლე წვერითა და ათლეტური აღნაგობით. თუმცა, ახალ ფოტოებში როგორც ჩანს, ახლა მსახიობი რადიკალურად შეცვლილია - მას გრძელი, უკან გადავარცხნილი ჭაღარა თმა და ხშირი წვერი აქვს.

მის ახალ იმიჯს იუმორით გამოეხმაურა მეუღლე, ტიშ საირუსი:

"წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის ეს კაცი?! ჩემი ქმარი დამიბრუნეთ", - დაწერა მან ერთ-ერთი ფოტოს კომენტარებში.

თავად პარსელმა კი "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებულ ფოტოსასეთი წარწერა გაუკეთა: "ტიშს ძალიან მოსწონს, როცა გაბრაზებული ვარ".

მაილი საირუსის მამინაცვალი

დომინიკ პარსელისა და ტიშ საირუსის (პოპ-ვარსკვლავ მაილი საირუსის დედა) რომანი 2022 წლის ივლისში დაიწყო, მას შემდეგ, რაც ტიში ბილი რეი საირუსს დაშორდა. წყვილმა 2023 წელს მალიბუში, ვიწრო წრეში იქორწინა.

აღსანიშნავია, რომ დომინიკს წინა ქორწინებიდან ოთხი შვილი ჰყავს: 25 წლის ჯო, 24 წლის ოდრი და 22 წლის ტყუპი - ლილი-როუზი და ავგუსტუსი.

მისი ვაჟი, ჯო პარსელი, მამის კვალს გაჰყვა და სამსახიობო კარიერას იწყებს - მან ცოტა ხნის წინ მონაწილეობა მიიღო მოკლემეტრაჟიან ფილმში "Shellbound" და 2025 წლის მინი-სერიალში "His Nerd".