ავტორი:

რომელ საათამდე იმუშავებს ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი? - "აღნიშნულ პერიოდში როგორც მეტრო, ისე ავტობუსები უფასო იქნება"

რომელ საათამდე იმუშავებს ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი? - "აღნიშნულ პერიოდში როგორც მეტრო, ისე ავტობუსები უფასო იქნება"

ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში იმუშავებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

  • მათივე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში როგორც თბილისის მეტრო, ისე ავტობუსები, მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

"მეტროპოლიტენი პირველი იანვრის 03:00 საათამდე იმუშავებს, ხოლო ავტობუსები 31 დეკემბრის 23:00 საათის ნაცვლად, პირველი იანვრის 03:00 საათამდე იმოძრავებენ.

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს 31 დეკემბრის 22:00-დან პირველი იანვრის 03:00 საათამდე მოემსახურება.

რაც შეეხება შობის ღამეს, თბილისის მეტროს მუშაობა 7 იანვრის 00:00 საათიდან გახანგრძლივდება 03:00 საათამდე. მგზავრთა მომსახურება ამ შემთხვევაშიც უფასო იქნება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.