გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 31 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან 3 იანვრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით.
- მათივე ცნობით, შესაძლებელია ქარის გაძლიერება, მთიან რაიონებში - ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება. 1- 2 იანვარს ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
"დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს დაზუსტებული ინფორმაციით, ნახეთ, იქნება თუ არა ყინვა ქვეყნის მასშტაბით 31დეკემბერი-2 იანვრის ჩათვლით:
- თბილისი: ღამით 0, -2°C; დღისით +2, +4°C.
- სანაპირო რაიონები (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ღამით 0, +2°C; დღისით +5, +7°C.
- დასავლეთ საქართველოს დაბლობი (ქუთაისი, ზუგდიდი, ოზურგეთი...): ღამით 0, -2°C; დღისით +4, +6°C.
- დასავლეთ საქართველოს მთიანი რაიონები (ამბროლაური, ონი, საჩხერე...): ღამით -5, -7°C; დღისით 0, -2°C.
- დასავლეთ საქართველოს მაღალმთიანი რაიონები (მესტია, ბახმარო): ღამით -8, -10°C; დღისით -3, -5°C.
- ქართლი (რუსთავი, გორი, მარნეული...): ღამით -2, -4°C (შიდა ქართლში -7, -9°C); დღისით +2, +4°C.
- კახეთი (თელავი, სიღნაღი, ლაგოდეხი...): ღამით -3, -5°C; დღისით +2, +4°C.
- აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი რაიონები (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი...): ღამით -10, -12°C; დღისით 0, -2°C.
- აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიანი რაიონები (გუდაური, ბაკურიანი...): ღამით -13, -15°C; დღისით -3, -5°C.