2025 წლის 24 ოქტომბერს, სამტრედია-აბაშის გზაზე ტრაგედია დატრიალდა, სადაც ავარიას19 წლის ბაჩო ლასარეიშვილი ემსხვერპლა. ავარიაში მძიმედ დაშავდე მისი მეუღლე ლიკა კუჭუხიძე, რომელიც დღემდე სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობას გადის. მან დიდი ხნის განმავლობაში არ იცოდა მეუღლის გარდაცვალების ამბავი.
როგორც ცნობილია, წყვილი ახალდაქორწინებულები იყვნენ, ოჯახი სიყვარულით შეიქმნა. მათ გასულ წელს, ზაფხულს ჰქონდათ ქორწილი და ბედნიერად უნდა ეცხოვრათ, მაგრამ იმ დღეს მომხდარმა საშინელმა ავარიამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა.
როგორც ირკვევა, გოგონამ ახლახან გაიგო მეუღლის გარდაცვალების ამბავი.
"რა მწარე ხარ, ცხოვრებავ... ჩვენი სიყვარული ისტორიას დარჩება..." - წერს ლიკა კუჭუხიძე სოციალურ ქსელში.