ავტორი:

ზვავსაშიშროების მაღალი საფრთხე და შეზღუდული მოძრაობა - განახლებული ინფორმაცია გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით

ზვავსაშიშროების მაღალი საფრთხე და შეზღუდული მოძრაობა - განახლებული ინფორმაცია გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ79-კმ93 (მლეთა-გუდაური) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია და განხორციელდება ცალმხრივ რეჟიმში, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია.

ამავე საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობის) მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე შეზღუდულია ყველა სახის საგზაო მოძრაობა

“გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე საგზაო მოძრაობა თავისუფალია,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

  • ნაქერალას უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ72 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია", - აღნიშნულია ინფორმაციაში.