ავტორი:

ალექსანდრე ლუკაშენკომ 2026 წელი ქალის წლად გამოაცხადა - “ბუნებას ქალებზე უფრო სრულყოფილი არაფერი შეუქმნია!“

ალექსანდრე ლუკაშენკომ 2026 წელი ქალის წლად გამოაცხადა - “ბუნებას ქალებზე უფრო სრულყოფილი არაფერი შეუქმნია!“

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ 2026 წელი ბელარუსი ქალის წლად გამოაცხადა.

belta-ს ინფორმაციით, ქვეყნის პირველმა პირმა ბრძანებულებას #1-ს 1 იანვარს მოაწერა ხელი, რომელიც “მშრომელი-ქალის ეროვნული იმიჯის ჩამოყალიბებისა და საზოგადოების შენარჩუნება-განვითარებაში ქალების როლის ხელშეწყობის მიზნით იქნა მიღებული.“

„ჩვენ წელიწადში ერთხელ განსაკუთრებულ პატივს ვცემთ ჩვენს დედებს, ცოლებსა და ქალიშვილებს. დროა, სათანადო პატივი მივაგოთ მათ და 2026 წელი ბელარუსი ქალის წლად გამოვაცხადოთ.

ბუნებას ქალებზე უფრო სრულყოფილი არაფერი შეუქმნია! ჩვენ ვიზრუნებთ ჩვენს ქალებსა და ჩვენს მიწაზე. ჩვენ დავიცავთ ჩვენს მომავალს - ოჯახებს, მეგობრებსა და ნათესავებს. დაე, თქვენი შვილების თვალები სიხარულით იყოს ანთებული. დაე, ჩვენმა შრომისმოყვარე ქალებმა ღიმილით მიიღონ თავიანთი მამაკაცები, რომლებიც მათ მხარს უჭერენ და იცავენ“, - განაცხადა ლუკაშენკომ თავის საახალწლო მიმართვაში.

  • მთავრობას, საოლქო აღმასრულებელი კომიტეტებისა და მინსკის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის მონაწილეობით, დაევალა, შეიმუშაოს და დაამტკიცოს ბელარუსი ქალის 2026 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა. მთავრობა, ასევე, ამ გეგმის განხორციელებაში სახელმწიფო ორგანოებისა და სხვა ორგანიზაციების საქმიანობას კოორდინაციას გაუწევს.

ბრძანებულება მისი ოფიციალური გამოქვეყნებისთანავე შედის ძალაში.

ცნობისთვის: 2025 წელი ბელარუსში ქვეყნის კეთილმოწყობის წლად, ხოლო მიმდინარე ხუთწლიანი პერიოდი ხარისხის ხუთწლედად გამოცხადდა.

წყარო