ავტორი:

საქართველოში ტემპერატურა -17 გრადუსამდე დაეცემა - მკვეთრად უარესდება ამინდი: როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი

საქართველოში ტემპერატურა -17 გრადუსამდე დაეცემა - მკვეთრად უარესდება ამინდი: როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი

საქართველოში ამინდი მკვეთრად უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ყინვა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ზოგ რეგიონში ტემპერატურა -17 გრადუსამდე დაეცემა.

  • "3 და 4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა. კოლხეთის დაბლობზე ზოგან ღამის ტემპერატურა შესაძლებელია -8, ხოლო შიდა ქართლში -17 გრადუსამდე დაეცეს.

შესაძლოა მნიშვნელოვნად დაზიანდეს სუბტროპიკული კულტურები და ვაზის ნარგავები. ძლიერმა ყინვებმა და ლიპყინულმა შესაძლებელია გამოიწვიოს შეზღუდვები საავტომობილო გზების და მაგისტრალების ცალკეულ მონაკვეთებზე და შემოყინულობა ელექტროგადამცემ ხაზებზე (საფრთხის დონე საშუალო)" - ნათქვამია ინფორმაციაში.