ვენესუელას დედაქალაქში აფეთქებების ხმა ისმის, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ვენესუელას დედაქალაქ კარაკასში, სულ მცირე, შვიდი აფეთქება მოხდა.
აფეთქებების შემდეგ ქალაქის სამხრეთში მდებარე სამხედრო ბაზის მახლობლად ელექტროენერგია გაითიშა. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კარაკასის თავზე აშშ-ის არმიის ვერტმფრენები დაფრინავენ.

კოლუმბიის პრეზიდენტი, გუსტავო პეტრო X-ზე წერს:

მისი თქმით, ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციამ და გაერო-მ საგანგებო სხდომები ახლავე უნდა გამართონ.
CNN-ის ცნობით, ვენესუელას დედაქალაქში პირველი დარტყმა ადგილობრივი დროით დაახლოებით 1:50 საათზე განხორციელდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კარაკასში, სულ მცირე, შვიდი აფეთქება მოხდა.
წაიკითხეთ ასევე: