ავტორი:

"მეუღლისთვის პირობა მაქვს მიცემული, რომ პოლიტიკას არ გავეკარები... დაცვა არც მყოლია არასოდეს.... ვისგან უნდა ვიყო დაცული?!" - ინტერვიუ თემურ ჭყონიასთან

"მეუღლისთვის პირობა მაქვს მიცემული, რომ პოლიტიკას არ გავეკარები... დაცვა არც მყოლია არასოდეს.... ვისგან უნდა ვიყო დაცული?!" - ინტერვიუ თემურ ჭყონიასთან

"ჩემთან კონტაქტი მარტივია. ხალხი მიყვარს ძალიან, განსაკუთრებით თაობა, რომლის იმედიც მაქვს, რომ მომავალში მაგარ ცხოვრებას ააშენებენ", - ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ რადიო "პალიტრასა" და "პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა. რას მიიჩნევს წარმატებული ბიზნესის საიდუმლოდ, როგორი სამომავლო გეგმები აქვს, რა ახარებს და რაზე სწყდება გული - ამ და სხვა თემებზე თემურ ჭყონიამ გადაცემა„"საქმის" საახალწლო ეთერში ისაუბრა.

- ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობთ საზოგადოებაში, ყველამ იცის, ვინ არის თემურ ჭყონია. ბევრი ცნობილი ბრენდი არსებობს, მაგრამ შეიძლება ბევრმა არც იცოდეს, ვინ არის მწარმოებელი. დღეს "კოკა-კოლა" უფრო პოპულარულია თუ თემურ ჭყონია?

- რთული კითხვაა, არ ვარ მზად პასუხის გასაცემად... ბევრი შეხვედრები მაქვს, არასდროს ვერიდები ურთიერთობებს, დაცვა არ მყავს, ამიტომ ჩემთან კონტაქტი მარტივია. ხალხი მიყვარს ძალიან, განსაკუთრებით თაობა, რომლის იმედიც მაქვს, რომ მომავალში მაგარ ცხოვრებას ააშენებენ. იმედი მაქვს, ჯანზე ვიქნები და მოვესწრები იმ საქართველოს, რომლის ღირსიც არის ჩვენი ქვეყანა. გახსნილი ვარ, ჩემთვის ზღუდე, ბარიერები ადამიანებთან არ არსებობს.

- დაცვა რატომ არ გყავთ?

- დაცვა არც მყოლია არასოდეს. იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში ვარ. ვისგან და რისგან უნდა ვიყო დაცული?!

- წელი რომ შევაჯამოთ: ძალიან ბევრი გამოწვევა იყო, დაწყებული საპროტესტო აქციებით, მოქალაქეებისა თუ პოლიტიკოსების დაპატიმრებით, დაძაბული საერთაშორისო ურთიერთობებით... ბიზნესმა როგორ გადაიტანა ეს წელი?

- საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენებს ისეთი რთული პერიოდი აქვთ გამოვლილი, არამარტო დამოუკიდებელ საქართველოში, იმ საქართველოში, რომელიც გაცილებით მეტად იყო დამოკიდებული იდეოლოგიურად თუ სტრუქტურულად, გავლენების ქვეშ იყო... ისეთი სკოლა აქვთ გამოვლილი, დღევანდელი სიტუაცია შეიძლება თამაშადაც მოეჩვენოთ. ეს ხუმრობით, რეალურად რომ შევხედოთ, მე ოპტიმისტურად ვცხოვრობ და უკვე გასული წელი ჩემთვის საინტერესო აღარ არის. მთავარია, ის დამთავრდეს ისეთად, როგორც იყო და მომავალი წელი დავიწყოთ ისე, როგორც ჩვენ გვინდა. ეს არის ჩემი სურვილი, ვიდრე ის, რომ განვლილ წელზე ვიწუწუნოთ. 2025 წლის რაღაც მომენტები - უსამართლობა, ქიშპობა, სიძულვილი, ჩასაფრება, კრიტიკა ყველაფრის მიმართ დარჩეს ამ წელში. მოდი, ასე ვისურვოთ და მომავალი წელი დავიწყოთ მხოლოდ კარგით. რა თქმა უნდა, შეუძლებელია ყველაფრის გაიდეალიზება, მაგრამ ხომ შესაძლებელია, აგრესიამ დაიწიოს და სხვანაირად შევხედოთ... თუ ამჩნევთ, ძალიან სწრაფად გადის დრო და ამ სისწრაფეში, ამ სიტუაციაში ვკარგავთ ერთმანეთის პატივისცემას, სიხარულს, სიყვარულს, შვილებს...…

- რა არის მთავარი, რაც გვასუსტებს?

- არასწორი ანალიზი და ურთიერთპატივისცემის დაკარგვა…- ემპათია გვაქვს დაკარგული. ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია ვინმეს რამე ვაპატიოთ. ხშირ შემთხვევაში, ვფიქრობ, ერთი სული გვაქვს, ვიღაც დავიჭიროთ და გავანადგუროთ, ეს არის ჩვენი ცხოვრების ნაწილი, რაც ყველაზე ცუდია.

- გული რაზე გწყდებათ?

- ქვეყანა, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, არის ულამაზესი, ულამაზესი ხალხით... ნორმალურ პირობებში ბევრ პოლიტიკოსს შევხვედრივარ ტელევიზიების გარეშე, რომლებიც სრულიად ნორმალურები ყოფილან, ხანდახან მიკვირს ხოლმე, როგორ შეიძლება ადამიანი აქ ასეთი კარგი იყოს და იქ რადიკალურად განსხვავებული. არ ვიცი, რა მომენტში თამაშობენ - აქ კეთილს თუ იქ ბოროტებას, მაგრამ ძალიან კარგი იქნება თუ ითამაშებენ იმ ნაწილს, რაც ჩვენ მოგვწონს და სადაც კეთილები არიან. მართალი ცხოვრებაც არ არის მარტივი, მაგრამ არც ისე რთულია. სულ რომ შენი თავი მიუძღვნა და მთელი ცხოვრება ცდილობდე, სარგებლის მისაღებად რაღაცას მოერგო, ეს კატასტროფაა. ხშირად ადამიანები კარიერას მორგებით იწყებენ, ვიდრე ცოდნით და შრომით... ერგებიან კიდეც და ამასობაში ისეთ მაგარ მსახიობებად ყალიბდებიან, რომ ასეთი ფასადური სახის შექმნა ბევრ ცნობილ მსახიობს გაუკვირდება...განაგრძეთ კითხვა