ავტორი:

"ეს ბრწყინვალე ოპერაცია იყო" - ტრამპის ინფორმაციით, ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე ამერიკელმა სამხედროებმა შეიპყრეს

"ეს ბრწყინვალე ოპერაცია იყო" - ტრამპის ინფორმაციით, ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე ამერიკელმა სამხედროებმა შეიპყრეს

დონალდ ტრამპის განცხადებით, ნიკოლას მადურო ამერიკელმა სამხედროებმა შეიპყრეს და ქვეყნიდან გაიყვანეს.

  • "ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წარმატებით განახორციელა ფართომასშტაბიანი დარტყმა ვენესუელასა და მისი ლიდერის, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ, რომელიც მეუღლესთან ერთად შეიპყრეს და ქვეყნიდან გაიყვანეს“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

მისი თქმით, ოპერაცია აშშ-ის სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობით განხორციელდა.

"ძალიან ბევრი დაგეგმვა იყო და ბევრი შესანიშნავი ჯარისკაცი და ადამიანი მონაწილეობდა. ეს ბრწყინვალე ოპერაცია იყო“, - განუცხადა The New York Times-ს ტრამპმა.

გამოცემის ინფორმაციით, ოპერაციის დროს ამერიკულ მხარეს დანაკარგები არ მიუღია.

ასევე, CBS News-ი წერს, რომ მადუროს შეპყრობის ოპერაცია აშშ-ის ელიტურმა დანაყოფმა, „დელტამ“ განახორციელა.

წაიკითხეთ ასევე: