ვენესუელის წინააღმდეგ აშშ-ის აგრესიის საბაბი უსაფუძვლოა, - ამის შესახებ განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ვენესუელას გარე ჩარევის გარეშე საკუთარი ბედის განსაზღვრის უფლება უნდა ჰქონდეს“.
„ლათინური ამერიკა მშვიდობის ზონად უნდა დარჩეს. ვენესუელას გარანტირებული უფლება უნდა ჰქონდეს, რომ საკუთარი ბედი თავად განსაზღვროს, ყოველგვარი დესტრუქციული, მით უმეტეს სამხედრო ჩარევის გარეშე“, - ნათქვამია განცხადებაში.
წაიკითხეთ ასევე: