ავტორი:

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს - რომელი რეისები ვერ შესრულდება უამინდობის გამო

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს - რომელი რეისები ვერ შესრულდება უამინდობის გამო

მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, 3 და 4 იანვარს მაგისტრალური და საგარეუბნო მიმართულებით მოძრავი მატარებლები დროებით რეისებს აღარ შეასრულებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

  • მათი ცნობით, ამ პერიოდის განმავლობაში მხოლოდ თბილისი-ბათუმი-თბილისის მატარებელი იმოძრავებს.

"ძვირფასო მგზავრებო, გაცნობებთ, რომ რთული მეტეოროლოგიური პირობების და განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში შექმნილი უამინდობის გამო, მატარებლებს გადაადგილებისას გზაზე, პერიოდულად იქმნება სხვადასხვა სახის დაბრკოლებები.

არსებული მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, 3 და 4 იანვარს მაგისტრალური და საგარეუბნო მიმართულებით მოძრავი მატარებლები დროებით რეისებს აღარ შეასრულებენ. იმოძრავებს მხოლოდ თბილისი-ბათუმი-თბილისის მატარებელი. საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

წაიკითხეთ ასევე: